пятница, 6 декабря 2013 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.


ზოგადი კითხვა:
რატომ იწყებენ ადამიანები თამბაქოს მოწევას?

თემატური კითხვები:

  • როგორია თამბაქოს კვამლის შემადგენლობა?
  • რა არასასურველი შედეგები ვითარდება თამბაქოს ხანგრძლივი გამოყენებისას?
  • როგორია თამბაქოს მოხმარების სტატისტიკა საქართველოში?
  • რა არის პასიური მოწევა?
შინაარსობრივი კითხვები:
  • რა მავნე ნივთიერებებს შეიცავს თამბაქოს კვამლი?
  • რა გავლენას ახდენს მოწევა ჰიპერტენზიის განვითარებაზე?
  • რა გავლენას ახდენს მოწევა  ჩანასახის განვითარებაზე?
  • მოწევა რა გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ,სასუნთქ და ნერვულ სისტემაზე?
  • საქართველოში რა რაოდენობის მამაკაცი  მოიხმარს თამბაქოს?
  • საქართველოში რა რაოდენობის ქალი  მოიხმარს თამბაქოს?
  •  რა რაოდენობის მოზარდები ეწევიან  თამბაქოს?
  • ვის უქმნის განსაკუთრებულ საფრთხეს პასიური მოწევა?


4 комментария:

  1. თემა ძალიან აქტუალურია მომეწონა თემატური კითხვებიც,რადგან მოსწავლეები გარდა კვლევების ჩატარებისა თვთონაც სერიოზულად დაფიქრდებიან თავის ჯანმრთელობაზე და თუ ამ მავნე ჩვევის ზეგავლენის ქვეშ არიან ეცდებიან დაანებონ თავი.

    ОтветитьУдалить
  2. კარგი კითხვებია, მომეწონა, მაგრამ მე რაღაცეებს შევცვლიდი. ზოგადი კითხვა მეჩვენება, რომ არაა ზოგადი. მე დავსვამდი შეკითხვას - რამდენად შეგვიძლია გავხადოთ გარემო უსაფრთხო ადამიანებმა? შინაარსობრივ კითხვებსაც სხვანაირად დავსვამდი. მაგალითად, კითხვა - შეიცავს თამბაქოს კვამლი კუპრს? პირდაპირ მოითხოვს პასუხს - კი. ამას შევცვლიდი.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ნინო, კვლევა კითხვარებით ამ მიმართულებით მაქვს დაგეგმილი- რატომ იწყებენ ადამიანები თამბაქოს მოწევას? და ამიტომ არის ასე დასმული ზოგადი კითხვა.რაც შეეხება შინაარსობრივ კითხვას მარტივი ტესტის დონის უნდა იყოს.გავითვალისწინებ შენ რჩევას და შევცვლი ,მადლობა კომენტარისათვის და სასარგებლო რჩევისათვის.

      Удалить
  3. თემა აქტუალურია და მომეწონა, ვფიქრობ ნინო სააკაშვილის რეკომენდაცია გასათვალისწინებელია...

    ОтветитьУдалить