пятница, 6 декабря 2013 г.

წინა ტრენინგ-დღეების რეფლექსია.

მე-2 დღის ტრენინგზე ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტის შესახებ იდეები.
  სანამ პროექტზე მუშაობას დავიწყებთ უნდა დავამზადოთ ბროშურა.ბროშურაში იწერება პროექტის იდეა და ძირითადი საკითხები,პროექტის ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია.შევისწავლე პუბლიკაციის მომზადება word-ში და მოვამზადე ჩემი პროექტის ბროშურა.  შემდეგ ვიმუშავე მიმართულების მიმცემ კითხვებზე.ჩამოვაყალიბე პროექტიდან გამომდინარე ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები. 

  მე-3 დღეს  გავეცანით  მოდულ 2-ს : ჩემი პროექტის დაგეგმვა.
თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება
"ძირითადი აქტივობები:
  • სტანდარტების შემუშავება თქვენი პროექტისთვის
  • სასწავლო ამოცანების ჩამოყალიბება
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება
  • შეფასების ეფექტური სტრატეგიების მოკვლევა
  • დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზის შექმნა
  • შეფასების ფორმის შედგენა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისთვის
  • პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე".
ტრენერის მითითებით შევავსე intel-ის სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი.გავეცანი რჩევებს მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შემუშავებისათვის საგნობრივი სტანდარტის მიზნების მისაღწევად.

Комментариев нет:

Отправить комментарий