воскресенье, 22 декабря 2013 г.

ჩემს მიერ განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია

მეცხრე დღის რეფლექსია.

დადგა  ჩვენი ტრენინგის ბოლო დღე.მოვუსმინეთ ტრენინგის თითოეული მონაწილის პროექტის პრეზენტაციას,რაც ძალიან საინტერესო იყო.ერთმანეთს დავუსვით კითხვები,რაზეც დამაჯერებელი პასუხები გავეცით.ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება და აზრები პროექტებით სწავლების შესახებ.

суббота, 21 декабря 2013 г.

მერვე დღის რეფლექსია

მე-8 დღის ტრენინგზე ვიმუშავე პროექტის გეგმაზე,შევავსე დიფერენცირებული სწავლების შაბლონი და დავათვალიერე ფასილიტაციის ნიმუშები,შევარჩიე ჩემი პროექტისათვის შესაბამისი ნიმუშები,რომლებიც განკუთვნილია სუსტი მოსწავლეებისათვის.მოვაწესრიგე მასალები ,შემდეგ  პროექტის პორტფოლიო
 ავტვირტე Google-ს დისკზე და დავამატე პოსტის სახით ჩემს ბლოგზე.

პროექტის პორტფოლიო

суббота, 14 декабря 2013 г.

მეხუთე მოდულის რეფლექსია.

მე-5 მოდულის ფარგლებში განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება:განმავითარებელი და განმსაზღვრელი.

     შევავსე პროექტის მიმდინარეობის დროს გამოყენებული შეფასების რუბრიკები და ავტვირთე ტრენერის დახმარებით პროექტის პრეზენტაციის სლაიდზე.გადავხედე ინტელის მასალებს და მისი დახმარებით მოვახდინე ჩემს მიერ გამოყენებული შეფასების ფორმების ანალიზი და შეფასება.ბოლო აქტივობა კი იყო რეფლექსია ჩემს ბლოგზე,

пятница, 13 декабря 2013 г.

მეოთხე მოდულის რეფლექსია.



მე-4 მოდულის ფარგლებში ვიმუშავეთ  სასწავლო ნიმუშების შედგენაზე.

  განვიხილეთ მოდულის  ძირითადი აქტივობები:

  • სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად.
  • მოსწაველთა მიერ შექმილი გამოცემის, პრეზენტასციის, მინიენციკლოპედიის ან ბლოგის ნიმუშის სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით
  • სწავლების პროცედურების მონახაზის შედგენა
  • მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასება
  • რეფლექსია ბლოგზე
      მოვამზადე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი "Povet Point"-ში .გამოვიყენე Googlle-ში მოძიებული სურათები.კითხვარების საშუალებით ჩატარებული კვლევის შედეგები შევიტანე ცხრილში და ავაგე სვეტებიანი დიაგრამა. შემდეგ ნამუშევარი ავტვირთე გუგლის დისკზე და ჩემს ბლოგზე.  

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცსის ხელშეწყობისა და შეფასებისათვის?


       მოსწავლეები პროექტისათვის საჭირო  ინფორმაციას  და სურათებს მოიძიებენ ინტერნეტში. შემდეგ  პროექტის პრეზენტაცია უნდა ატვირთონ "Povet Point"-ში ,რაც მათ გამოადგებათ პრეზენტაციის პროცესში.კვლევის შედეგებს წარმოადგენენ ცხრილის და სვეტებიანი დიაგრამის სახით.შეიძლება მოსწავლეებმა მოძიებული მასალა  და კვლევის შედეგები წარმოადგინონ ბლოგის სახით.მოამზადონ კლიპი "Movie Maker "-ში.